“ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად სახედაკარგულ მთავრობას, არის არაფორმალური მმართველობის შედეგი,” – გიორგი ვაშაძე

მამუკა ბახტაძის ინიციატივას – ე.წ. მცირე მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით რეალური პრობლემის გადაფარვისა და დროის გაყვანის მცდელობად მიიჩნევენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, რომელსაც მათი შეფასებით არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება. პოლიტიკოსები ქვეყანაში შექმნილ ყველა მთავარი პრობლემის უკან ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.

“ერთადერთი მცდელობა, რაც არის რამენაირად გადააგორონ ის საზოგადოებრივი პროტესტი, რაც ქვეყანაში არის, მაგრამ მთავარი თავსი ტკივილი ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი და ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად სახედაკარგულ მთავრობას, არის არაფორმალური მმართველობის შედეგი, უფრო სწორად უკვე პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები,”- აცხადებს “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიპრემეირ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული
შემდეგი სტატია“მასკარადის გაგრძელება,” – ფიქრია ჩიხრაძე დროებით მთავრობაზე საუბრობს