“ის რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, პოლიტიკური დევნა ხდება და ამის იარაღად პროკურატურაა გამოყენებული, ამაში ეჭვი არავის ეპარება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და ამაზე ის ფაქტები მიუთითებს, როცა ფიზიკური შეურაცხყოფისთვის პირებს ჯარიმის სანაცვლოდ უშევებენ, ხოლო სიტყვის თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე მყოფებს პატიმრობაში.

“ის რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, პოლიტიკური დევნა ხდება და ამის იარაღად პროკურატურაა გამოყენებული, ამაში ეჭვი არავის ეპარება, ამის დასტური ნარსიას, დეისაძისა და გაბუნიას ციხეში ყოფნაა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როდესაც გურჯაანში მევენახეები იყვნენ გამოსულები ფასების გასაპროტესტებლად და რომელთა მოთხოვნითაც მე ადგილზე ჩავედი. ყველას კარგად ახსოვს, რომ პრემიერმა შსს-ს პირდაპირ დაავალა ვიღაც დეპუტატი, ანუ მე, მოეშორებინათ, ჩვენ ვერ მივხვდით მაშინ ეს როგორ უნდა მომხდარიყო. რამდენიმე წუთში პრემიერის მითითებით, ლაგოდეხში, სუსი-ს მანქანით მოიყვანეს პიროვნება, რომელიც თავს დამესხა. რომელი უფრო მძიმე დანაშაულია, ამ ახალგაზრდების ქმედება, რომელიც “რუსთავი2″-ს უჭერდნენ მხარს თუ ის, რაც გურჯაანში მოხდა? რომელი უფრო დაზიანდა ლორთქიფანიძე თუ მე?

თუ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არაა, რატომაა გამოძიება დაწყებული ამ 3 პირის მიმართ ხულიგნობის მიმართ, ხოლო იმ პირის მიმართ, ვინც მე შეურაცხყოფა მომაყენა იმ მუხლით, რომელიც მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს? ის დღეს თავისუფალია.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვინმეს ციხესი ჩასმას ვითხოვ, უბრალოდ გეკითხებით, რომლი უფრო მძიმე დანაშაულია?!”- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: უმრავლესობაში ჩვენი ხელისუფლების გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, უშიშროების თანამშრომელი გყავთ