ის რეგიონები, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – მიხეილ ჯანელიძე

ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არის ყველაზე ძლიერი და ყველაზე ფართო მასშტაბიანი ვიდრე ოდესმე ყოფილა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის“ 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, უცხოელი პარტნიორების დახმარებით საქართველომ შეძლო დაახლოებოდა ნატოს.

ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციაზე და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

„ის რეგიონები, რომელიც ოკუპირებულია დღეს რუსეთის მხრიდან, ეს რეგიონები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ ურთულეს პირობებში არსებობენ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს არჩეული გზა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა“- განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაოლო ალი – ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა
შემდეგი სტატიაჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ვალდებულებებისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი კონტრიბუცია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში – იზორია