ის, რაც ვერ გაბედა “ქართულმა ოცნებამ”, გააკეთა ევროკავსირის ელჩმა

საქართველოს კანდიდატის სტატუსს ზეიმობს. უკვე სამი საათია ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ისტორიულ ზეიმს აღნიშნავს. ზეიმის პარალელურად, ქვეყნის მთავარ მოედანზე მძიმე პოლიტიკური სურათი იყო. მთავრობა სცენაზე და ხალხთან მდგომი პრეზიდენტი, რომელიც ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემდნენ. მისი მისვლა “ოცნების” წევრებს არც შეუმჩნევიათ და არც სცენაზე იუწვევიათ.

ის, რაც ვერ გაბედა “ქართულმა ოცნებამ”, გააკეთა ევროკავსირის ელჩმა. ღარიბაშვილის და კობახიძის შეცდომები პაველ ჰერჩინსკიმ გაასწორა. დიპლომატმა მილოცვა საქართველოს პრეზიდენტით დაიწყო და მედიით დაასრულა. ეს ოყო გზავნილი ევროპელი დიპლომატისგან, რომ ევროინტეგრაციის პროცესში სალომე ზურაბიშვილს მნიშნელოვანი როლი აქვს.

“ქართული ოცნებისგან” იგნორირებულმა პრესზიდენტმა კი ისე დატოვა მთავარი მოედანი, რომ მას იქ შეკრებილი ხალხისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება არ მისცეს.

“კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა მშვიდობასა და სტაბილურობას დაამკვიდრებს ქვეყანაში, თუმცა ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება მრავალფეროვნებას შემატებს ევროპას.

პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია “ძალა ერთობაშია”. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისათვის გაერთიანებისთვის დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოსთვის თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის. წინ საქართველო, წინ”, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკმა.

მისი სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიაამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი – ილია II