ის, რაც უკრაინაში სასწორზე დევს, ევროპული მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია – გერმანიის ფინანსთა მინისტრი

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის განცხადებით, ის ითანამშრომლებს უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, რადგან დასავლელი მოკავშირეები მხარს უჭერენ ქვეყნის აღდგენის მცდელობებს კონფლიქტის ფონზე.

„ბოლოს აქ 2020 წლის დასაწყისში ვიყავი და გავიცანი ქვეყანა, რომელმაც აირჩია დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა“, – აღნიშნა ლინდერმა და დასძინა, რომ ის ახლა ისე დარწმუნებულია, როგორც არასდროს იმაში, რომ რუსეთი უკრაინას ამის გამო დაესხა თავს.

„ის, რაც აქ სასწორზე დევს არის ევროპული მშვიდობისა და თავისუფლების წესრიგის მომავალი“, – აღნიშნა კრისტიან ლინდნერმა.

მისი თქმით, გერმანიამ უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება უკვე გაუწია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს – ჩივნინგის სტიპენდიატების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ლეგენდარული რუსი მზვერავი-მაიორი ტყვედ აიყვანეს