“ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”

ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, არ გაცხადებულა ამ ტრიბუნასა და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”- ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დაუმორჩილებლობასა და აქციებზე

“მე ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, არ გაცხადებულა ამ ტრიბუნასა და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. ვიმეორებ, ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიცია დღეს, 18:00 საათზე ფილრამონიაში საკუთარ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს შეხვდება, სადაც სამოქმედო გეგმას გააცნობს

banner
წინა სტატიაშითბილისის ათივე ოლქი ზურაბიშვილმა მოიგო
შემდეგი სტატიაინციდენტი რუსთაველის გამზირზე – შვილმოკლულ მამებს შეურაცხყოფა მიაყენეს