ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ჰოჯესი ბაიდენ-პუტინის შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ.

„რუსეთი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მას აჩერებენ. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინებოდა, რა ტიპის დიალოგი ექნება პრეზიდენტ პუტინთან. დრო მიდის“, – წერს ბენ ჰოჯესი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო ამოცანას, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის – ბოკერია
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროს რეზოლუციას კვლავ არ დაუჭირა მხარი