„რეაქცია იყო წერე და იკითხე და  წერე და იკითხე, რაც მთავრდება ძალიან ცუდი რაღაცით-რევოლუციით”

ის პირები, ვინც არჩევნების დღეს გაყალბებაში მონაწილეობდა არ დაისჯებიან-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა   თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ამ გზით ხელისულება დააშინებს იმ ხალხს, ვინც რეალურად 2020 წელსაც დაჭირდება. ექსპერტი გამოსავალს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაში ხედავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდეს კამერები.

მან პარალელები შევარდნაძის მმართველობასთან გაავლო და განაცხადა, რომ დღესაც ხდება იგივე პრინციპის დაცვა, რომ რეაქცია ყველა სამართალდარღვევაზე იყო ნული.

„რეაქცია იყო წერე და იკითხე და  წერე და იკითხე, საბოლოო ჯამში, მთავრდება ძალიან ცუდი რაღაცით, რაც მე არ მინდა – რევოლუციით,“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ, თუ საქმე მივა იქამდე, რომ საქართველო კვლავ დაემსგავსება 2003 წლის საქართველოს, მაშინ გარდაუვალი პროცესები დაიწყება

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯი” – ნოდარ ხარშილაძე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ნაძალადევში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი გატეხეს