ის პირები, ვინც არ არიან მარნეულის რაიონის მცხოვრებლები მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მარნეულში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან მარნეულში

ის პირები, ვინც არ არიან მარნეულის რაიონის მცხოვრებლები მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მარნეულში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან მარნეულში, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სრულად უზრუნველყოფა დაევალა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამის თვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებდან დაკავშირებით არის უპრობლემო ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომელიც საქართველოს გავლით გავლით აპირებენ სხვა ქვეყანაში მოხვედრას ამ შემთხვბევში მათი გაცილება საპატრულო პოლიციის მეშვეობით ხდება. ანუ მათ არ აქვთ უფლება დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი.

კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები, ან პაციენტები, რომელთაც ოპერაცია აქვთ ჩასატარებელი ან ქიმია გასაკეთებელი, სრული წესების დაცვით მიდიან და ბრუნდებიან უკან ისე, რომ მათ სხვაგან არ უწევთ კონტაქტი. ადგილობრივი მცხოვრებელების შეყვანა არ ხდება შიგნით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გაჩერებულია კომპანია „არემჯის“ მუშაობა.

„მაგრამ იმისთვის, რომ არ მოხდეს ეკოლოგიური კატასტროფა, ამისთვის საჭიროა სპეციალისტის შეყვანა, ამიტომ ბუნებრივია, მისი შეყვანა ხდება, ასევე ის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა შესვლაც აუცილებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 3-4 კვირა
შემდეგი სტატია“დარჩი სახლში”-stop covid19