“ის ფაქტი, როცა ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი, ორგზის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, უპრეცედენტოა”

თეა წულუკიანი -

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უპრეცენდენტო ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “2030”-ში განაცხადა.

“ის ფაქტი, როცა ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი, ორგზის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, უპრეცედენტოა. ჩვენ დაველოდეთ უკრაინიდან ოფიციალურ ნოტას, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება ფარსი არ იყო. ამის შემდეგ მივეცით ერთთვიანი ვადა, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა, მაგრამ მან ამ უფლებით არ ისარგებლა. ჩვენ გადავდგით დროული, სწორი, პროცედურული ნაბიჯები. სააკაშვილი ახლა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას სხვა სახელმწიფო იცავს და ჩვენი დაცვის ქვეშ აღარ იმყოფება. თუ მისი ბრალი სასამართლოში დამტკიცდება და გადმოცემის საკითხი დადგება, ჩვენგან უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე – მანამდე. როცა შენი მოქალაქეა და მის გადმოცემას ითხოვ, შედარებით ადვილია. ახლა კი, მასსა და ჩვენს შორის უკრაინის სახელმწიფო დგას, როგორც დამცველი”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობა ინდოეთში (ფოტოები)
შემდეგი სტატიაესპანეთის ნაპირზე ორი ტონა ჰაშიშით დატვირთული მანქანა იპოვეს