პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
_ოცდაექვსი წლის ვიყავი, ახლადნაკურთხი სასულიერო პირი,… გამოიცა ჩემი პოეტური კრებული ,,სულის ნატეხები”, ბოდბის ტაძარში, იქაურ სასულიერო პირს პატრიარქისთვის საჩუქრად მიურთმევია, ეს წიგნი ახალგაზრდა მღვდლის ლექსებია და შეიძლება მოგეწონოთო….
ყდაზე ჩემი ფოტო ოყო გამოსახული, უწმინდესს უთქვამს, მეგონა სუხიშვილების მოცეკვავე იყო, ისე გამოიყურებაო…. მის სენაკში მონაზონი დააყენა და ლექსები აკითხაო…. მერე დამიკავშირდნენ, საპატრიარქოში მიმიწვიეს, გამიცნო და ბოლნისის ეპარქიიდან სამების საპატრიარქო ტაძარში გადმომიყვანა…. უყვარდა პოეზია, მუსიკა, მხატვრობა. თავად შემოქმედი იყო და აფასებდა ხელოვან ადამიანებს….
ვმუშაობდი მის პირად არქივში, წიგნად გამოიცა მასზე მიძღვნილი ლექსების კრებული, ,,მოსე ქართველი”
სამებაში კვირის ღონისძიებებს ვხელმძღვანელობდი, წინასწარ ვუთანხმებდი, რომელი პოეტის, ან მწერლის განხილვა მექნებოდა…. გამორჩეულად უყვარდა ტერენტი გრანელი…. ჩანაწერები არსებობს, სადაც აღნიშნა, დადგება დრო, გრანელი წმინდანად შეირაცხებაო…. იმ დღეს დავალება მომცა, აუდიტორიას უთხარი, მომდევნო კვირისთვის მოგვიტანონ დამუშავებული თემა-,,მიწის ცქერით დაიღალა მთვარე”-ო.
მე მივხვდი, მთვარეში საკუთარ თავს გულისხმობდა, ის ნამდვილად დაიღალა მის სახელს ამოფარებული ადამიანების სიყალბით და ფარისევლობით….
პაოლო იაშვილს წესი აუგეო-მითხრა…. პოეტი ხარ, პოეტისას შენ უკეთ გაიგებო….
ბევრი მაქვს მოსაგონარი….
სვეტიცხივლის საპატრიარქო რეზიდენციაში დამიბარა, მეორე სართულზე ავედი, ლექსი წამიკითხეო…. აფხაზეთზე წავუკითხე ლექსი ,,სოხუმო ჩემო”- ცრემლი წამოუვიდა, გულში ჩამიკრა, შვილები დამილოცა და მითხრა, შენს შვილებს შენი ლექსები ასწავლე და შენ სულ წერე ლექსებიო….
















