„ის მემორანდუმი, რომელზეც მოაწერეს ხელი არის ფაქტობრივად გაუარესებული ვარიანტი იმისა, რაც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ მე-3 თუ მე-4 რაუნდზე – თარხნიშვილი ოცნება-მოქალაქეების მემორანდუმზე

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს აფასებს.
თარხნიშვილის თქმით, ის მემორანდუმი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და მეორე ქართულმა ოცნებამ მოაწერეს ხელი არის გაუარესებული ვარიანტი იმ მემორანდუმის, რომელიც ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მე-3 ან მე-4 რაუნდზე შესთავაზა ოპოზიციას.
„ის მემორანდუმი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ახლა უკვე ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი არის ფაქტობრივად გაუარესებული ვარიანტი იმისა, რაც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ მე-3 თუ მე-4 რაუნდზე და მაშინვე ეთქვა უარი ოპოზიციის მხრიდან, რადგან პირველი, არ შეიცავდა ახალი არჩევნების ჩატარების ნაწილს, არ შეიცავდა პოლიტპატიმრების ნაწილს და პლიუს, გარდა ამისა, არ შეიცავდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც აყენებდა ოპოზიცია, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრივ, ისე საარჩევნო სისტემის მხრივ.
კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენ ვითხოვდით რომ შესულიყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელები, მეორე ჩვენ მოთხოვნაში იყო კონკრეტულად ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უნდა დაესახელებინათ და შეერჩიათ ახალი თავჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
ქართული ოცნების ვარიანტში იყო ზოგაგად ჩაწერილი არასამთავრობო სექტორი, რომელშიც შეიძლება შესულიყო ნებისმიერი ქართული ოცნების სატელიტი, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ჩვენ წარდგენილ ვარიანტში სისტემაზე და საარჩევნო გარემოზე იყო ჩამოწერილი კონკრეტული მოთხოვნები, როგორიცაა ხმის ფარულობის დაცვა, როგორიცაა ზეწოლის თავიდან აცილება, ქართული ოცნების ვარიანტში ჩამოწერილი იყო სადღეგრძელოები და სადღეგრძელოები კარგია სუფრაზე და არა ოფიციალურ დოკუმენტში. ამ ვარიანტში, რაზეც მოაწერეს ხელი, ესეც კი გაქრა, ვგულისხმობ საარჩევნო ადმინისტრაციას და შემოვიდა პრეზიდენტის და პარლამენტის ოფცია.
ფაქტიურად, მივიღეთ ის, რაც ისედაც გვაქვს ეხლა, შესაბამისად, ის მემორანდუმი თუ მიუღებელი იყო, ეს მემორანდუმი 2-ჯერ და უფრო მეტად მიუღებელია ევროპული საქართველოსთვის და მთლიანად ოპოზიციისთვის.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: საქართველოში ვაქცინაციის ცენტრები თებერვლის ბოლომდე უნდა გაიხსნას
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი: ბრალდებები, თითქოს გარეჯი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა, ლიტონი, უტიფარი იყო და არის