„ის მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შემქნა, ყველა სფეროზე ახდენს მძიმე გავლენას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებზეც “ – გიგა ბოკერია

„ივანიშვილის რეჟიმის მიერ შემქნილ მძიმე კლიმატში თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პოლიციელების საქციელს არ გავნვაზოგადებ მთლიანად საქართველოს პოლიციაზე, ფაქტია, რომ ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა შექმნა ძალადობის წახალისებით, დაუსჯელობით, მოძალადეების პირდაპირ კულტივაციით ქვეყნის შიგნით, ახდენს გავლენას ზოგადად ყველაზე, ბუნებრივია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზეც. თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ქალზე მოძალადე პოლიციელი იდენტიფიცირებულია
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით