ის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას “წამება” უწოდა – სააკაშვილი უკრაინელ ომბუდსმენზე

“უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემს პროცესში მესამე მხარედ შეიყვანა.

ლუდმილა დენისოვას, ბოლო ვიზიტის დროს, უარი უთხრეს ჩემ მონახულებაზე. და აი, განსხვავებით საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლებისგან, სტრასბურგის სასამართლომ ის დაუშვა.

ის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას “წამება” უწოდა. მოგვიანებით ეს მოსაზრება გაიზიარეს როგორც Amnesty International-მა, ასევე წამყვანმა ქართველმა ექსპერტებმა.

გავიგე, რომ უკრაინაში ლუდმილა დენისოვას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში ხის სკამზე სამი დღე ზედიზედ და, მართალია, ის არ შემოუშვეს, ეს იყო უზარმაზარი მორალური მხარდაჭერა, რამაც ჩემი სიცოცხლე, რომელსაც შიმშილის 45-ე დღეს და წამების გაგრძელების ფონზე საფრთხე ემუქრებოდა, გადაარჩინა. ამიტომ, პირადად მე, ყოველთვის დიდი მადლიერი ვიქნები მისი”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება
შემდეგი სტატიაღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ – რომის პაპი