“ის ენმ-ს მესიჯბოქსით ელაპარაკება საზოგადოებას” – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე საუბრობს

პრეზიდენტი იმეორებს ოპოზიციის გზავნილებს – ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია იმ შეთავაზებაზე, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა. პრეზიდენტმა პრემიერს მოუწოდა მოიწვიოს მტავრობის საგანგებო სხდომა და განიხილონ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ერთის მხრივ არის კონსტიტუცია, თუმცა არსებობს ასევე კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობას აქვს უფლება თავად განსაზღვროს რა დღის წესრიგით იმუშავებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა სად არის, პოლიტიკურად რა დამოკიდებულება აქვს, ის მაინც ჩემი აზრით ატარებს იმ ნარატივს, რაც აქვს ოპოზიციას. ამიტომ ალბათ, ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე ეს მე მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს ამ ვითარებაში თავისი ხმა გამოაჩინოს. მიუხედავად იმისა რომ ის არ მონაწილეობს არჩევნებში,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მოითხოვოს მთავრობის სხდომის დანიშვნა, ამავე დროს კონსტიტუციაში არსად არ არის მითითებულია, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ამ მოთხოვნას გაუწიოს ანგარიში.

„როდესაც ის “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯბოქსით ელაპარაკება საზოგადოებას და ხელისუფლებას, ბუნებრივია ამ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ფონზე შესაბამისი შედეგები ვერ იქნება, ანუ მან როგორც ამბობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უნდა გაიღვიძოს და გაიღვიძა მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“გადადგეს მთავრობა თავის პრემიერიანად” – საპრეზიდენტო კანდიდატები პრემიერს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიააგონიაში არიან – სააკაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება