“ის დაუყონებლივ უნდა გადადგეს”- ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა

საქარვლეოს პრემიერის წერილზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხის შემდეგ “დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი” არმაზ ახვლედიანი კვირიკაშვილის გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ახვლედიანი პრემიერის პოლიტიკურ ნაბიჯებს უსუსურსა და ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს.
“პრემიერი კვირიკაშვილი, უსუსური, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო საშინაო და საგარეო პოლიტიკით, ცხადყოფს, რომ ის დაუყონებლივ უნდა გადადგეს! თუ “ოცნება” ამჯერადაც არ გამოფხიზლდა და მკვეთრად არ შეცვალა პოლიტიკა დემოკრატიულობის სწორად განვითარების და ქვეყნის დასავლური ვექტორის სასარგებლოდ, მაშინ საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დღის წესრიგში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი უნდა დააყენოს!” – აცხადებს ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის მონახულებას აპირებს
შემდეგი სტატიაგლდანის ციხის ორი თანამშრომელი პატიმრების წამებისთვის დამნაშავედ ცნეს