„ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, როგორც მაფიოზური ტიპის მმართველი“ – სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის აზროვნება მოძალადეობრივი და კრიმინალურია.

„ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, ის რომ მრავალჯერ მოძალადე ფარცხალაძე არაფერში დამნაშავე არ არის, ის რომ სუბელიანის მხრიდან საქციელი ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ზაზა სარალიძესთან არაფერი გასამართლებელი თავი სახელმწიფოს არ აქვს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ესე აზროვნებს. ის აზროვნებს, როგორც მოძალადე, ის აზროვნებს როგორც ესეთი მაფიოზური ტიპის მმართველი და ვფიქრობ რომ საზოგადოებამ დაინახა რაოდენ სახიფათოა რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლება დარჩეს ამ ადამიანის ხელში. ადამიანის ხელში, რომელსაც უბრალოდ მორალური კომპასი აქვს დაკარგული და ცუდსა კარგს და ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს. მიაჩნია ნორმალურად მაგალითად, რომ მისი მთავრობის ხელისუფლების წევრები გასული ექვსი წლის მანძილზე ზღაპრულად გამდიდრდნენ. მიაჩნია, რომ მოქალაქეების ბრალია ის რომ სიღარიბეში ცხოვრობენ და არა სახელმწიფოსი ან მთავრობის, ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, მიაჩნია რომ პრობლემა არის რომ “რუსთავი 2” არ აშუქებს იმ პარალელურ რეალობას, რომელიც მას მიაჩნია სინამდვილედ,“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,ბ-ნო ბიძინა სიცრუეში გაცხოვრებენ და გატყუებენ” – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიამან მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერშია დამნაშავე – გრიგოლ ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრობს