ის არის პეტრე პაატა, ჩანერგილი აგენტი სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ეკლესიაში

მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებს “კურიერის” ეთერში ირმა ინაშვილი მტკნარ ტყუილს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნავს, რომ მას პეტრე ცაავა მეუფედ არასდროს არ მოუხსენებია. ის ამბობს, რომ პეტრე ცაავა სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ჩანერგილი აგენტი იყო, რომელსაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებით ეკლესია შიგნიდან უნდა აეფეთქებინა.

“ახლა სხვადასხვა ეთერებში მესმის, რომ მტკიცებულებები, რომ არ არის ამისი თქმა როგორ შეიძლება, თქვენ თავი ხომ არა გაქვთ მირტყმული? რა მტკიცებულებები, ეს არის მტკნარი ტყუილი.

მე პეტრე არასდროს მეუფედ არ მომიხსენებია. ის არის პეტრე პაატა, ჩანერგილი აგენტი სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ეკლესიაში, რომელსაც შიგნიდან უნდა აეფეთქებინა პროცესი, ეს ფუნქცია ჰქონდა მას თავის დროზე, სპეცსამსახურების აგენტი იყო ეკლესიაში და სინოდში. სხვებიც არიან და ამათი განწმენდა მოხდება, აი ამ ტიპებისგან სინოდის გაწმენდა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ეკლესიისთვისაც, მრევლისთვისაც და ვერავინ ვერ დააჩოქებს დედა ეკლესიას და ვერავინ ვერ მოერევა პატრიარქის ავტორიტეტს,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა – თბილისის ეპარქიას დაექვემდებარება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება