ის ამერიკული მედიის ანონიმური წყარო იყო, ამიტომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ს უსაფრთხოების სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ყოფილ თანამშრომელს, რეალითი უინნერს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მედიას საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც 2016 წელს რუსეთის მხრიდან ამერიკულ არჩევნებში ჩარევას ეხებოდა. 26 წლის უინერმა ჯერ კიდევ ივნისში აღიარა, რომ ჟურნალისტებს გრიფით “სრულიად საიდუმლო” ინფორმაცია მიაწოდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა, ბრალდების მხარე გამოძიებასთან შეთანხმებაზე წავიდა აღიარების გამო და ხუთწლიან ვადაზე შეთანხმდნენ.
ყოფილმა სამხედრო თარჯიმანმა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მკაცრი განაჩენი მიიღო დანაშაულისთვის, რომელიც მედიაში ინფორმაციის გაჟონვას გულისხმობს. “გულწრფელად ვნანობ და ჩემს მოქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო” – უინერმა სასამართლოზე თქვა, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ოგასტაში ჩატარდა – “ბიბისი” წერს.
უინერს ბრალი ჯაშუშობის შესახებ კანონით წარუდგინეს, იგივე ბრალდება აქვს წაყენებული ედუარდ სნოუდენს, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში კორნუელის სანაპიროდან კენჭის აღებისთვის ჯარიმა შემოიღეს
შემდეგი სტატიაძალადობის მსხვერპლი ძალადობაში დაადანაშაულეს-არის თუ არა ეს #MeToo-ს დასასრული