ის აგრძელებს თავის ხაზს – NGO-ები ზურაბიშვილის განცხადებაზე და მედიარეგულაციებზე

“ის აგრძელებს თავის ხაზს, რომ გარკვეული რეგულაციები მედიისთვის უნდა , თუმცა კანონში გადატანის ნაცვლად საუბრობს თვითრეგულირების მექანიზმების გაზრდაზე”,- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მედიისთვის რეგულაციების აუცლებლობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის გამოსვლას კრიტიკულად ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები:

“საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გაბრაზებულია ხოლმე, ამაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ის მედიები, რომლებიც კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან და აწარმოებენ დისკრედიტაციას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების. ხელისუფლების კრიტიკაზე უარის თქმა არანაირად არ დაამშვიდებს საზოგადოებას, პირიქით თუკი საზოგადოების სათქმელი არ ისმის მედიაში, იწვევს დაგროვებას აგრესიის “,- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიმელია – „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე
შემდეგი სტატიაქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს