„ის 6-7 ორგანიზაცია, რომელიც დაჯდა ტელევიზიაში და ითხოვს ჩემს გადადგომას, არ წარმოადგენს სრულად ქართულ არასამთავრობო სექტორს“ – თეა წულუკიანი

არასამთავრობოების მოთხოვნებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ გამოეხმაურა. არასამთავრობოების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ თეა წულუკიანის გადადგომაა.

წულუკიანმა, მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და თავიანთ სამუშაოს დაუბრუნდნენ:

„რაც შეეხება გამონათქვამს, რომ ეგრეთწოდებული მესამე სექტორი უნდობლობას უცხადებს იუსტიციის მინისტრს. მოდით ნუ დავაკნინებთ მესამე სექტორს ამ დონეზე საქართველოში. ის 6-7 ორგანიზაცია რომელიც დაჯდა ტელევიზიაში და ჩემს გადადგომას ითხოვდა, არ წარმოადგენს სრულად ქართულ არასამთავრობო სექტორს და მოდით თავი შევიკავოთ მათ გაიგივებისგან, არასამთავრობო სექტორისადმი იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორში არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისთანაც ერთად მუშაობა ჩემთვის მთელი სიამოვნებაა. ამ არასამთავრობო სექტორს ვინც ტელევიზიაში დაჯდა და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს, მოვუწოდებ დაუბრუნდნენ არასამთავრობო სექტორის ფუნქციებს “ – განაცხადა წულუკიანმა ” გადაცემაში “პირისპირ” .

banner
წინა სტატიაში“მიშგუ ლადეღ სოზარი ❤️” – დააჰაჰავე წულუკიანი
შემდეგი სტატია„კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა… ძიება თავიდან არ დაწყებულა“ – წულუკიანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე