ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ – შოლცი

ირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ირპინის მონახულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს შოლცის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

„ამ ქალაქში სასტიკი ნგრევა მემორიალია – ეს ომი უნდა დასრულდეს“, – დაწერა შოლცმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

კიევში ასევე ვიზიტად მყოფმა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, „ტვიტერზე დაწერა“, რომ რუმინეთს, საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე, ყველა რუსი დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა სურს.

„სიტყვები ვერ აღწერს იმ წარმოუდგენელ ადამიანურ ტრაგედიასა და საშინელ ნგრევას, რომელიც დღეს ირპინში ვნახეთ“, – დაწერა იოჰანისმა.

banner
წინა სტატიაშინატოში საქართველოს შესვლის მისწრაფება აფხაზეთს ემუქრება – ბჟანია
შემდეგი სტატიამუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედანი ეწყობა