ირპენში სამმა რუსმა ოკუპანტმა ბავშვის თვალწინ დედა და 15 წლის და გააუპატიურა – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ყოველდრიურად ახალი ჩვენებები აქვთ სექსუალურ დანაშაულებზე კიევის რეგიონიდან, რომელიც რუსებისგან გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველის ცნობით, ირპენში სამმა რუსმა ოკუპანტმა გოგოს თვალწინ გაუპატიურა მისი დედა და 15 წლის და. მისივე თქმით, მსხვერპლები განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს და გააუპატიურეს. ორივე მათგანი გარდაიცვალა.

დენისოვა წერს, რომ გოგონა 4 დღე სახლში გვამებთან ერთად ცხოვრობდა, მან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ შეძლო ბებიასთან მისვლა. დენისოვას ინფორმაციით, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

სახალხო დამცველის ცნობით, 1 აპრილიდან UNICEF-ის მხარდაჭერით შექმნილ ფსიქოლოგიური დახმარების სატელეფონო ხაზს უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მიმართვების უმეტესობა სექსუალურ დანაშაულებს ეხება.

banner
წინა სტატიაშიყველაფერს ყვება, ვისთან მუშაობდა, ფულს როგორ შოულობდა და ა.შ. – დანილოვი მედვედჩუკზე
შემდეგი სტატიაჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს