ირონიულია იმის თქმა, რომ ხელისუფლების გარდა, ვინმე აფუჭებს ურთიერთობას დასავლეთთან – ფავლენიშვილი

“რუსული ოცნება”, რომელმაც ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა ჩვენი ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან, ძალიან ირონიული გახლავთ იმის თქმა, რომ თითქოს და ვინმე აფუჭებს ურთიერთობას საქართველოს და დასავლეთს შორის.” – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი “ოცნების” ბრალდებებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში წავიდა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების დასაზიანებლად

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – “იმ გუნდის მიერ, რომელმაც შეაჩერა ოფიციალურად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა ჩვენი ურთიერთობები დასავლურ სამყაროსთან, ძალიან ირონიული გახლავთ იმის თქმა, რომ თითქოს და ვინმე აფუჭებს ურთიერთობას საქართველოს და დასავლეთს შორის, თუ ვინმე აფუჭებს ამ ურთიერთობას, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც იქცა კონფლიქტის
წყაროდ საქართველოს და ევროპას შორის და რომლის გამოც საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ყველაფერს დასავლურს ამ ქვეყანაში შეექმნა საფრთხე.

ზოგადად არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი, რომელიც განიხილება ჩვენი წარმომადგენლების ვიზიტის დროს, ჩვენი ლიდერიც, თინა ბოკუჩავაც არის წასული. მინდა შეგახსენოთ ეუთოს განცხადება, სადაც ისინი მოითხოვენ იმ ფაქტის გამოძიებას, როდესაც გაიტაცეს თინა
ბოკუჩავას ოჯახის წევრი. ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი რეპრესიული კანონი ფიქსირდება საქართველოში და საქმე გვაქვს დასავლური კურსის არა შეცვლასთან, არამედ პირდაპირ ავტორიტარულ ბანაკში გაწევრიანების გეგმასთან, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს, ამიტომაც ძალიან ბევრია სასაუბრო თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ივანიშვილის ბანდის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

banner
წინა სტატიაშიეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ – ფავლენიშვილი ქათამაძის გაძევებაზე
შემდეგი სტატიაევროპის ყველაზე დიდი პარტია ისევ აცხადებს, რომ კრიზისი საქართველოში მხოლოდ რეპრესიების დასრულებითა და ახალი არჩევნებით მოგვარდება – გიგი წერეთელი