ირმა ზავრადაშვილი მიხეილ ჩხენკელს – იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა?

ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? – ასე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.

ზავრადაშვილმა მიხეილ ჩხენკელს შესთავაზა, სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში საზოგადოებას ყოველთვიურად ან კვარტლურად წარუდგინოს.

„ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რამე კულტურა დავნერგოთ ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე და ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლაშივე მოხდეს პრევენცია და ადრეულ ასაკში მოსწავლეებში ქრონიკული დაავადებების საშიშროება გამოიკვლიონ.

„პირველ რიგში ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი. ჯანმრთელობის ნაწილში მნიშვნელოვანია სკოლაში ექიმის დაბრუნება. თუ გინდათ, კვლევებიც გავაკეთოთ ამაზე, რომ არა მარტო ექიმის დაბრუნების ნაწილში, არამედ ისეთი ქრონიკული დაავადებების პრევენციის აღმოჩენის ნაწილში, როგორიც არის ხერხემლის პრობლემები, სმენის და მხედველობის პრობლემები, თუნდაც იმუნიზაციის საკითხი, ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაიზოგოს. თუ ბავშვი არ არის ჯანმრთელი ის საზოგადოებას მერე ბიუჯეტის ნაწილშიც და სხვა ნაწილშიც სატარებელი ჰყავს“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგუგავა – ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა ქვეყანაში, როდესაც შენ გინდა გააუქმო სხვა პარტიები შეუწყვიტო დაფინანსება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა