ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საპატიმროში მსჯავრდებული თამარ ფხოველიშვილი მოინახულა. შეხვედრა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა და დეპუტატმა მოისმინა ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიის იმ კორუფციულ საქმეზე, რომლის გამოც ფხოველიშვილია გასამართლებული. დეპუტატი მსჯავრდებულს საქმის შესწავლას დაპირდა და განაცხადა, რომ ახლო მომავალში კორუფციული სქემის დეტალებს ჟურნალისტებს გააცნობს.
“ქალბატონ თამარს აქვს კითხვები. რატომ ზის ის დღეს ციხეში და ცაბუტაშვილი, რომელიც არის ჟანყარაშვილის და ყოფილი პრემიერმინისტრის, ღარიბაშვილის ახლობელი, რატომ არ აგებს პასუხს თავისი დანაშაულის გამო. ქალბატონი თამარი აცხადებს, რომ სწორედ მანდ დაავალა დანაშაულებრივი სქემის შემუშავება და ამ სქემით ფულის მოპარვა. ვაპირებ, რომ მის ადვოკატებთან ერთად გამოვითხოვო გამოძიების მასალები და ამ საქმეს სერიოზულად მივუდგე,“ – განაცხადა ნადარეიშვილმა.
https://youtu.be/d0FdGVtwQVw