ირმა ნადირაშვილის თქმით, ფრაქციის სხდომაზე ხვალ ნიკა მელიას გადარჩევაზე იმსჯელებენ

ნაციონალურ მოძრაობაში ადასტურებენ, რომ ხვალ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითს განიხილავენ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ხვალ სხდომაზე ახალ თავმჯდომარესაც აირჩევენ, თუმცა ვინ შეიძლება დაიკავოს ეს პოსტი, მას არ გაუჟღერებია.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიამ თავმჯდომარეობის დროს არსებულ ზეწოლას ვერ გაუძლო და კრიტიკულ სიტუაციებში საკითხებს თავს კარგად ვერ ართმევდა. ირმა ნადირაშვილის თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც პოზიციებს ხშირად იცვლის.

„ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც-ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას მერე რაც მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა და პიკს მიაღწია დაძაბულობამ ნაციონალური მოძრაობის ამ ორ ფრთას შორის. შესაბამისად, ალბათ არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ შესაძლოა, ადამიანების უმრავლესობა ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ფრაქციას ასეთი ლიდერი არ სჭირდება,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარტიის შიგნით არსებული მდგომარეობა გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დასტაბილურებულიყო, მისი თქმით, არსებობდა შანსი, რომ ეს საუბარი ცივილური ფორმით შემდგარიყო და დღეს გაჟღერებული ცინიკური კომენტარები პარტიას ერთიანობის შენარჩუნების მცირე შანსსაც ართმევს.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხული ამერიკელების უმეტესობა მესამე მსოფლიო ომის გარდაუვალობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია(Video) მარინა ბერიძე: ნიკას წირავდა ის ბიჭი, არ ვიცი, რატი იყო, შმატი იყო, „გრეჩიხას“ შვილი იყო