ირმა ნადირაშვილი : ვიდრე ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან დავით უსუფაშვილს, მას დითირამბებს უმღეროდა

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, როცა უსუფაშვილზე საუბრობენ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ის კოალიციიდან გამოგდებამდე ბიძინა ივანიშვილს ,,დითირამბებს უძღვნიდა“ .

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ოთხი წლის მანძილზე ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და ამიტომაც პასუხისმგებელია იმ სიღატაკეზე, რომელიც ქვეყანაშია.

”არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სანამ ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან, ჰქონდა ერთადერთი საქმე – ის დითირამბებს უმღეროდა ბიძინა ივანიშვილს ”ნიუ-იორკ თაიმსში” ამომრჩევლის გადახდილი ფულით, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოში არსებულ პრობლემებზე გაემახვილებინა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო
შემდეგი სტატიაგენდერული უთანასწორობა საქართველოს პარლამენტში მაღალი ალბათობით გაიზრდება – NDI-ი ქალი კანდიდატების მონაწილეობაზე