ირმა ნადირაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას ვერ გამოიძიებს

news
ავტ.: news მარტი 2, 2016 15:04

ირმა ნადირაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას ვერ გამოიძიებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას ვერ გამოიძიებს. როგორც ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე ვერ გამოიძია და ძველი საქმეებიც მხოლოდ ხელისფულებაში მოსასვლელად გამოიყენეს.

“როდის უნდა მორჩეთ და დაამთავროთ ეს სპეკულაციები? 3 წელიწადნახევარია ხართ უკვე ხელისუფლებაში და თუ რამის გამოძიება გინდოდათ, პროკურატურაც თქვენია, სასამართლოც, დადექით და გამოიძიეთ. სინამდვილეში არაფრის გამოძიება არ გინდათ. თქვენ რაფალიანცის, ჟვანიას, ყველა გახმაურებული საქმე, გჭირდებოდათ ერთადერთი მიზნით – მოსულიყავით ხელისუფლებაში. ეს თქვენმა პირველმა ჭორიკანა პროკურორმა თვითონ დაადასტურა და საჯაროდ მადლობა გადაიხადა, ეს მკვლელობები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდითო. ახლა გინდათ, რომ ისევ ეს თემები ააგოროთ და თქვათ რომ რაღაცას გამოიძიებთ, მაგრამ რისი გამომძიებლები ხართ?” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

უმცირესობის წევრმა დეპუტატმა გაიხსენა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეები, ნუგზარ წიკლაურზე, “ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე” თავდასხმების გამოუძიებელი საქმეები.

“ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ვერც ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა ვერ იქნება გამოძიებული. უკვე მეექვსე დღე გავიდა და ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ჩვენ აქამდე ვიცნობდით ერთ ფრიან ფრაზას, რომ “შეიძლება ჭიაბერაშვილმა ვინმეს შეაგინა და დაალეწავდნენ თავზე აბა რა იქნებოდაო იმ ჩაის ჭიქას”, ახლა ახალი ფრთიანი გამოსვლები მოვისმინეთ, რომ თურმე “ფეხებში სროლა რაღაცას ნიშნავს”, თურმე ქუთაისში რაღაც არ იციან და თბილისში რაღაც იციან. ძალიან ცუდია და ეს ყველაფერი მოგიბრუნდებათ თქვენ.
როდესაც ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე ხდება თავდასხმა, ყველას სიცოცხლე ერთნაირად ფასობს, მაგრამ ეს რიგით ადამიანს აფიქრებინებს, რომ უფრო დაუცველია”, – განაცხადა დეპუტატმა.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ კრიმინალური კუთხით თებერვალი იყოს ძალიან მძიმე თვე და “სანამ პოლიცია იქნება გადაქცეული ივანიშვილის სახლთან მდგომ დანაყოფად”, მანამდე ამ ვითარების გამოსწორება იქნება შეუძლებელი.

news
ავტ.: news მარტი 2, 2016 15:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics