ირმა ნადირაშვილი: წინასწარი განწყობით, იქნება ორი ფრაქცია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ ორი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ნადირაშვილის თქმით, ზუსტი კონფიგურაცია პარტიის ლიდერების შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

”წინასწარი განწყობით, იქნება ორი ფრაქცია, მაგრამ ეს საკითხიც არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. გადაწყვეტილია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს გამოიყენოს თავისი კვოტები კომიტეტებში, დელეგაციებში იმისთვის, რომ ყველა საპარლამენტო ბერკეტი ავამუშავოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძეს, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად კი მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს