ირმა ნადირაშვილი „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლას ითხოვს

თუ თქვენ გაქვთ ასეთი ტაქტიკა, რომ ეს სკანდალი მიწყნარდება და რაიმე ახალი სისულელით გადაფარავთ „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებულ სკანდალს, ეს ასე არ მოხდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. ირმა ნადირაშვილმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლა მოითხოვა.

„მე მინდა კითხვით მივმართო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს, დაახლოებით 2 კვირის წინ ჩემმა კოლეგამ ოთარ კახიძემ წერილობით თხოვა, რომ პარლამენტში კომიტეტზე მოხსენებით მოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მე მაინტერესებს ეს წერილი გადაგზავნილია თუ არა. თუ გადაგზავნილია, როგორ მოხდა, რომ ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვერ მოახერხა აქ მოსვლა და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ თქვენ გაქვთ ასეთი ტაქტიკა, რომ ეს სკანდალი მიწყნარდება, რაიმე ახალი სისულელით გადაფარავთ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ სკანდალს, ეს ასე არ მოხდება, საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც. იყო თუ არა შერჩევითი მიდგომა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით, რატომ არ გაატარეს მათ ღონისძიებები თუ იყო ფულის გათეთრება და რატომ გაატარეს ღონისძიებები, რომელიც ეხებოდა უფლებამოსილების გადამეტებას, – ამ კითხვებს ჩვენ აუცილებლად დავუსვამთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შესაბამისად, შესაბამის კომიტეტებს ვთხოვ, რომ უზრუნველყონ რეგლამენტის დაცვა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოცხადება“, -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხვილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს