ირმა ნადირაშვილი რეგლამენტის ცვლილებაზე – ასეთი ფორმით ვაჭრობენ

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების” წევრის, ფრიდონ ინჯიასთვის არათუ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზება, „არამედ მისი საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრაც კი სრული სირცხვილია“.

„ეს არის პირდაპირ რეგლამენტის მორგება ვაჭრობაზე, სხვა სახელი ამას უბრალოდ არ აქვს. როგორც ვიცით, ფრიდონ ინჯიასათვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი უნდათ. თავი რომ დავანებოთ, სრული სირცხვილია ამ ოდიოზური, კორუმპირებული, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკის პარლამენტშიც მოხვედრაც და შემდეგ უკვე ასეთი ვაჭრობის ფონზე ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზება, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერებს არ აქვთ თავმოყვარეობა და არც ბატონ ინჯიას არ აქვს. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ აქვს, ესაა ერთ-ერთი ბაზრობა, სადაც ასეთი ფორმით ვაჭრობენ და თანამდებობას სთავაზობენ ოდიოზურ, კორუმპირებულ და სამარცხვინო ფრიდონ ინჯიას“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ დეპუტატებს ის უფლებამოსილებები ეძლევათ, რაც ფრაქციას გააჩნია.

banner
წინა სტატიაშივოლსკი მანდატის საკითხზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად თავის წარმოჩენას ელოდებიან
შემდეგი სტატიანათელაშვილი: ქართულ ოპოზიციას სტრასბურგში წარმოადგენს არც მეტი არც ნაკლები-ფრიდონ ინჯია