ირმა ნადირაშვილი: რატომ მომიტანეს დაკითხვის უწყება მე და არა სხვა ირმას, ჩანაწერში ჩემი ხმაც კი არ ისმის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი გაკვირვებულია, რატომ მოუტანეს დაკითხვის უწყება მას და არა სხვა ირმას, რადგან, ნადირაშვილის თქმით, არსებულ აუდიოჩანაწერში მისი ხმაც კი არ ისმის.

„სუს-ს ვთხოვ უფრო სწორი ჩანაწერი, რომელიც ალბათ შენახული აქვთ, ის გამოაქვყენონ, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, ნამდვილად მე ვარ თუ არა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ.უნდა მოხდეს თუნდაც ხმის ნიმუშის აღება. მაგრამ აქ მთავარი კითხვაა პასუხს გაუცემელი, როგორ ხდება ამ ჩანაწერების მოპოვება და გავრცელება, რატომ ხდება, რომ მთავარი მართვა ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ სისტემაზე აღებული”,- განაცხადა ბრიფინგზე ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას.

აქვე, ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციაში გადავა.

„ივანიშვილი უნდა შეეგუოს რომ 8 ოქტომბერს ის გადავა ოპოზიციაში და უნდა გადავიდეს ყოველგვარი ხმაურის და დესტაბილიზაციის გარეშე. მე არ ვაპირებ მივიდე სუს-ში და ვიარო მის დერეფნებში, უწყებაში, რომლის მთავარი ამოცანა არა ქვეყნის დაცვა არამედ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა და თვალთვალია“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას მოუწოდებს, არჩევნებში მარცხის შემდეგ არ დატოვონ საქართველო
შემდეგი სტატია“პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, უნდა მოიკვეთოს პოლიტიკიდან”