ირმა ნადირაშვილი: კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილია, რომელიც პირდაპირ პუტინთან მიგვათრევს

ყველაზე დიდი კოვიდი ამ ქვეყნისთვის არის ივანიშვილი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციას აქციების გამართვისას საკუთარი პასუხისმგებლობა ესმის. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა მცირე თუ დიდ აქციას ერთი მიზანი აქვს, მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

„კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ პუტინთან მიგვათრევს. ეს არის ყველაზე საშიში. ის, რომ კოვიდის დროს აწარმოეს ასეთი პოლიტიკა, ეკონომიკა დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, როცა 5 შემთხვევა იყო- ეს არის საშიში, თორე ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვესმის, არც ხალხი მოგვისყიდია, არც ჟვანიას მსგავსი უსინდისო ადამიანებისათვის დაგვივალებია ხმების დათვლა. ყველა აქციას აქვს თავისი დანიშნულება. ახლა ამ მსვლელობა – აქციის მნიშვნელობაა, რომ გზადაგზა ადამიანებს ვთხოვოთ კვირას მოვიდნენ პარლამენტის წინ. საოლქო საარჩევნო კომისიებთან რომ აქციები იმართება, იმას თავისი მნიშვნელობა აქვს, რომ თამარ ჟვანიას შევახსენოთ რამდენად უსინდისოა და როგორი იქნება მისი მომავალი. ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და შესაბამისად, პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ყველა ამ აქციის მიზანი არის ერთი, რომ ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას! არ შეიძლება, რომ მან დაიწყოს ფუნქციონირება თუ დაიწყებს, მაშინ უნდა იყვნენ პარლამენტში მარტო, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეაშია. ივანიშვილმა ხმები მოპარა ხალხს და არჩევანი წაართვა, მაგრამ არჩევანი, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ჩვენი ხმა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის ოპოზიციური პარტიები და მათი წევრები ბუკიას ბაღიდან მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმართულებით მსვლელობას მართავენ და გზად ფლაერებს არიგებენ, რომლითაც მოსახლეობას კვირას, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: აქციები ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა