ირმა ნადირაშვილი დაკითხეს, რა უთხრა ენმ-ს წევრმა შსს?

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი, მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსულმა დეპუტატმა აღნიშნა, მისი დაკითხვაზე დაბარება გუშინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„მე მივაწოდე გამოძიებას ის ინფორმაცია, რომელიც გავაცანი საზოგადოებასაც, რომ მასზე ხელისუფლება აპირებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. კონკრეტულად დავასახელე, ვინ ხელმძღვანელობს ამას და ეს არის სუს-ის უფროსის მოადგილე, გოგაშვილი. მე გამოვიყენე ჩემი უფლება და არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა,“ – განცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება ამ საკითხზე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ცემის საქმესთან ერთად იძულების მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუსი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ოპერაციას გეგმავს, რომელიც მის ცემას გულისხმობს.

ნადირაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის ცემას გოგაშვილი გეგმავს. დეპუტატის თქმით, მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი.

banner
წინა სტატიაშიბაღების სააგენტოს დაფინანსება გაეზარდა
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება