ირმა ინაშვილმა შუქრუთის მოშიმშილეები მოინახულა

ირმა ინაშვილმა აშშ-ს საელჩოსთან შუქრუთის მოშიმშილეები მოინახულა

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შუქრუთის მოშიმშილეები მოინახულა.

“ამ წუთებში ამერიკის საელჩოსთან სხედან მოშიმშილეები, სოფელ შუქურთის მკვიდრნი. ჯორჯიან მანგანეზის მიერ შესრულებული სამუშაოების გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, დაინგრა. ითხოვენ დახმარებას. როდის უნდა გაიხაროს ჩვენმა ერმა ჩვენს სამშობლოში?”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 20 დღეა პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქციას თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან მართავენ.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებას, ხოლო ამერიკის ელჩს ჩართულობას სთხოვენ.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე: გადაწყვეტილების წინააღმდეგ მივეცი ხმა, მაგრამ საჩუქარს ოლიგარქს არ გავუკეთებ
შემდეგი სტატიასამადაშვილი: სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას