ირმა ინაშვილის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

აფხაზეთმა მასწავლა: ომს ის კი არ იგებს, ვინც ოსტატურად ისვრის, არამედ ის, ვინც ბრძოლაში არ იღლება... ამიტომ ყველაფერი კარგადაა. მე ჯერ არ დავღლილვარ!

აფხაზეთმა მასწავლა: ომს ის კი არ იგებს, ვინც ოსტატურად ისვრის, არამედ ის, ვინც ბრძოლაში არ იღლება... ამიტომ ყველაფერი კარგადაა. მე ჯერ არ დავღლილვარ!“მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავად ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან ერთად უნდა ითხოვდეს ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემისა და გარემოს ძირეულ შეცვლას. მითუმეტეს, რომ 2012 წელს ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება!” არჩევნები გაყალბდა!” – წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

“მუხროვანის სამხედრო ნაწილში, რომელშიც 25 საგარეჯოელი სამხედრო იმყოფებოდა, საარჩევნო ბალანსის დასარღვევად და ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, 500-ზე მეტი არასაგარეჯოელი სამხედრო შეიყვანეს. მუხროვანის სპეცუბანზე რეალურად არჩევნები არ ჩაატარეს და ე.წ. კარუსელი დაატრიალეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კამერების წინ აღიარა, რომ ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იდო. შემაჯამებელი ოქმი არც სწორადაა შევსებული და არც ბალანსდება. მეტიც, არ ბალანსდება ოქმები იორმუღალოს საარჩევნო უბნების უმეტესობაში. არჩევნების გაყალბების ორგანიზატორები იყვნენ თავდაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები.

ბატონ ბიძინას, ასევე, ვატყობინებ, რომ საგარეჯოს პოლიციის უფროსი, გამგებლები და სხვა სახელმწიფო მოხელეები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს უბრალო აგიტაციას კი არ ეწეოდნენ, არამედ ამომრჩეველს აიძულებდნენ, ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის, რაც სცილდება დემოკრატიის ყოველგვარ ნორმებს. ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალაა და თითქოს ჩვენთვის მეორე ადგილი დიდად საბედნიერო უნდა იყოს. ჩვენ გავიმარჯვეთ საგარეჯოში და საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა!

ვერ ვიტყვი, გავიმარჯვეთ თუ არა მარტვილში, მაგრამ არჩევნები მარტვილშიც გაყალბდა. ჩვენ მარტვილში 27.5% დაგვიწერეს. მაშინ, როდესაც რეალურად გაცილებით მეტი ხმა მივიღეთ. გვიჭირს ჩვენი სიმართლის დამტკიცება მარტვილში, მაგრამ საგარეჯოში ყველაფერი სრულიად ნათელია. საგარეჯოში არჩევნები რომ გაყალბდა და ჩვენ რომ გავიმარჯვეთ, ეს მშვენივრად იციან თავად საგარეჯოელებმაც, ხელისუფლებამაც და მთელმა საქართველომაც.

ლოზუნგით “არა-არჩევნების გაყალბებას” საპროტესტო აქციას 16 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო. შიმშილობა დავიწყეთ ხუთმა ადამიანმა. დღეიდან 25-ნი ვშიმშილობთ. 2-2 ადამიანი შიმშილობს გორსა და საგარეჯოში. უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება ქუთაისი, თელავი, ბათუმი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 5 დღეში, პარლამენტის წინ, 200 ადამიანი დაიწყებს შიმშილობას. მერიაში განაცხადი შეტანილია და ჩვენი 200 თანამებრძოლი მზადაა. ვპირდები ხელისუფლებას, რომ გარკვეულ პერიოდში მოშიმშილეთა რაოდენობა 500-ზე ავა.

ჩვენი მოთხოვნები ორ ნაწილად იყოფა. ერთის მხრივ, ჩვენ ვითხოვთ არჩევნების გაყალბების გამო გამოძიების დაწყებას და გაყალბებაში მონაწილე მინისტრების, გამგებლების, პოლიციელების და სხვათა დასჯას. მეორეს მხრივ, ჩვენ მოვითხოვთ საარჩევნო სისტემისა და გარემოს შეცვლას 2016 წლის არჩევნებამდე და არა 2020 წლისთვის. უპირველეს ყოვლისა, ვითხოვთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს ნებისმიერი რანგის სახელმწიფო მოხელისადმი, თუ ისინი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით შეეცდებიან, გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებასა და, შესაბამისად, არჩევნების შედეგზე. ჩვენი სხვა მოთხოვნებიც არაერთხელ გაჟღერდა მედიასაშუალებებით.

მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავად ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან ერთად უნდა ითხოვდეს ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემისა და გარემოს ძირეულ შეცვლას. მითუმეტეს, რომ 2012 წელს ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება!”, – წერს ინაშვილი facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირმა ინაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ურჩია და იქვე აღნიშნა, რომ საგარეჯოში არჩევნები არ გაყალბებულა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის შეფასებით მოგერინის მესიჯები იმედის მომცემია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “7 მილიარდის პატრონისათვის ამგვარი განცხადებები სახარბიელო ნამდვილად არ იქნება“