ირმა ინაშვილი:ახლა ჩხუბს ძირითადად აივნებიდან და ფანჯრებიდან უყურებენ

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

შეძრული ვარ იმ ტრაგედიით, რაც სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. შეძრული ვარ იმ სისასტიკით, რომლითაც ახალგაზრდები ერთმანეთს გაუსწორდნენ. შეძრული ვარ, გარდაცვლილი ბავშვის გამო და განუწყვეტლივ ვფიქრობ მასზე, მის ოჯახზე… ღმერთს ვთხოვ, გადაარჩინოს მეორე ახალგაზრდა, რომელიც ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. ვფიქრობ, სადაა გამოსავალი. რაშია გამოსავალი. პირველ რიგში, მაინც ოჯახია. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენს შვილებში კაცთმოყვარე სული. უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა, რომ კაცის კვლა უდიდესი ცოდვა და ბოროტებაა, რომ ამ ტვირთით ცხოვრება დაუსრულებელი ტანჯვაა. არავის ვასწავლი ჭკუას, მაგრამ საჭიროა მუდმივი საუბარი მოზარდებთან. საჭიროა ახსნა, რომ იარაღის გამოყენება ჩხუბის დროს დაუშვებელია. არავაჟკაცურია. არაზნეობრივია… ხოლო კაცის სასიკვდილოდ გამეტება ისეთი ბოროტებაა, საიდანაც აღმავალი კიბე სიკეთისკენ აღარ ადის. ოჯახთან ერთად,- სკოლა. პედაგოგებისა და მანდატურების ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. მანდატურის სამსახურის ფუნქცია თავიდანაა გასააზრებელი, დასახვეწი, ნორმები- გასამკაცრებელი. მესამე კომპონენტი- საზოგადოებაა. ჩემს ბავშვობაში ქუჩაში რომ ჩხუბი იყო, მთელი კორპუსი ეზოში ჩარბოდა გასაშველებლად. ახლა ჩხუბს ძირითადად აივნებიდან და ფანჯრებიდან უყურებენ. მეოთხე და მთავარი- ეკლესიაა… ეკლესიის როლი განსაკუთრებულია ჩვენი შვილების სულიერი განვითარებისათვის… განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს სრულიად ახალი პოლიტიკის ფორმირება მოუწევთ სკოლებში აგრესიის შესაჩერებლად, მაგრამ აქ საჭიროა კონსოლიდაცია ოჯახის, სკოლის, მანდატურის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, ეკლესიის, საზოგადოების. თუ ამ ინსტიტუტებმა ერთობლივად არ იმუშავეს, დავიღუპებით.

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ფლინმა აღიარა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) იცრუა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდება