ირმა ინაშვილი- ვართ ვალდებულნი, მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, კანონპროექტი არ არის იდეალური, თუმცა ის უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს 2020 წელს, ამიტომაც ყველა ვალდებულია, მხარი დაუჭიროს მას.

„ჩვენი სათქმელი მრავალჯერ დავაფიქსირე არა მარტო ამ დარბაზში – არავინ გამოიყენოს ჩემი გამოსვლა იმისთვის, რომ საბაბად დაუდოს, ჩავარდა თქვენი გამოსვლის გამოო. ყველას მოვუწოდებ – დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, არ არის იდეალური, ბევრი შენიშვნა გვაქვს. ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულები – არავისთან გვივაჭრია. ვართ ვალდებულნი, მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სათქმელს რა დალევს, მაგრამ ამის გამო ვიქნები სიტყვაძუნწი და მოზომილი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი-ერთხელ უკვე დავრჩი იმედგაცრუებული, იმედია არ განმეორდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირწლოვანი დაშავდა