ირმა ინაშვილი – წლებია პაატა ცაავას მარტვილის რაიონში შექმნილი აქვს კრიმინალური დაჯგუფება

“წლებია პაატა ცაავას მარტვილის რაიონში შექმნილი აქვს კრიმინალური დაჯგუფება, სადაც გაერთიანებულია როგორც რამდენიმე ე.წ. მღვდელ- მონაზონი (ცრუ პეტრეს ზონდერები), ისე გაერთიანებულნი არიან საეჭვო რეპუტაციის მქონე, არაერთგზის ნასამართლევი სამოქალაქო პირები. მკაფიოდ ვამბობ: ამ დაჯგუფებას ჩადენილი აქვს არა ერთი დანაშაული. საინტერესოა, რატომ არ რეაგირებს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა (ვგულისხმობ ძალოვან სტრუქტურებს) ამ დაჯგუფების კრიმინალური საქმიანობის აღკვეთის მიზნით? მითუმეტეს, რომ ეს ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებს აქვთ!!! რას ელიან, როდის მოხდება მორიგი ფიზიკური ანგარიშსწორება?! რა ხდება, ხელშეუხებელია პაატა ცაავა, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი?! აქაც კოჰაბიტაცია ხომ არ გიშლით ხელს?!

მეუფე სტეფანე ერთ-ერთი უწესიერესი ეპისკოპოსია და პოლიტაქტივისტ პაატას ვინმემ გადასცეს, რომ მეუფე სტეფანე მარტო არაა. რაც დღეს მოხდა, ესაა პაატა ცაავას მიერ დაგეგმილი ბოროტი პროვოკაცია, რომლის ირგვლივ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ძალზედ სამწუხაროა, რომ ისინი ფიზიკურად დაზიანდნენ. თუმცა, მათსავე გადაღებული მასალიდან კარგად ჩანს, რამ გამოიწვია მოაჯირის ჩანგრევა. ყველაზე გამოუცდელი, დამწყები გამომძიებელიც კი 2 საათში დაამტკიცებს სიმართლეს”-წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურებულია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა