“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებენ, მაშინ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”.
მე დღეს შევხვდი სახალხო დამცველს. მან მითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ განცხადების შემდეგ ისევ შევლენ გიორგი დავითაძესთან, მოინახულებენ მას. კიდევ მიიღებენ ინფორმაციას გიორგისგნა, ასევე შეეცდებიან, რომ საგამოძიებო ორგანოებსაც მიმართონ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ფაქთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. აუცილებელია ექსპერტიზა, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და მანამდე აი ამ წამებაში მონაწილე პირების გამოყვანა სასჯელაღასრულების სისტემიდიდან. ამას გადაყვა სააკაშვილი. პატიმრების წამების თემას გადაყვა ის რეჟიმი და თუ ეს ყველაფერი კიდევ სხვა პატიმრების ჩვენებებითაც გაგრძელდა, ამას უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”. – აცხადებს ირმა ინაშვილი.















