ირმა ინაშვილი: თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე

„თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი – თქვენი კანდიდატი იყო.”
ეს განცხადება ,,პტრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვისას გააკეთა. მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე ისაუბრა:
„თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. ამაოდ ეჭვიანობთ, იმიტომ, რომ მე არ ამირჩევია მარგველაშვილი – თქვენი კანდიდატი იყო. მაგრამ აქ პერსონალურად მარგველაშვილზე არ ვლაპარაკობთ. პერსონალურად მარგველაშილის პრობლემა, როგორც ჩანს, თქვენ გაწუხებთ. ჩვენ ვლაპარაკობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე და არჩევის წესზე. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენც დაგვიტოვეთ უფლება, რომ თქვენს 300 ხმოსანს, მგოსანს, ფრთოსანს თუ ვინც არის, არ ვენდობოდეთ, იმიტომ, რომ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, ვინ იქნება ეს 300 ხმოსანი – იქნება ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფენა, რომელიც ხელს აწევს და დანიშნავს პრეზიდენტს“-აღნიშნა ინაშვილმა

banner
წინა სტატიაშიალადაშვილის სახელობის კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას გამოკითხვის პროცესი დროებით შეჩერდა
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში: ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი არ გვინდა