ირმა ინაშვილი: სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც “ქართულ ოცნებას” დაასამარებს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილისოციალური ქსელით ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და სტატუს უძღვნს:
,,ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. ჩვენ მართალი ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი სინდისის წინაშე. “ქართულ ოცნებას” საშუალება ჰქონდა,- მხარი დაეჭირა გიორგი ფოფხაძისთვის, მაგრამ მხარი ნაცმოძრაობის კანდიდატურას დაუჭირეს. დღეს მორიგჯერ გამოჩნდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის სახე. მადლობას ვუხდი იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი გიორგის დაუჭირეს. აშკარაა, რომ “ოცნების” პოზიციები გაიყო. ეს ჯერ დასაწყისია. სწორედ ლომჯარია იქნება, ვინც “ქართულ ოცნებას” დასამარებს. რას ვიზამთ, ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის არჩევანი”- წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ – ვდებთ პირობას, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ვულოცავ ნინო ლომჯარიას, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას