ირმა ინაშვილი: შეიძლება, „ქართული ოცნების“ საქმე ჰააგამდეც მივიდეს

ინაშვილი

“საქმე გვაქვს წამების ტოლფას ქმედებასთან, რადგან ადამიანების თვალთვალი და მიყურადებაც წამებაა და ეს საქმე აუცილებლად მივა ევროსასამართლომდე.

„ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ჩვენ გავჩუმდებით და თვალს დავხუჭავთ იმაზე, რაც ახლა ხდება, ძალიან ცდება. უნდა დაისაჯოს ყველა. ეს საქმე უნდა მივიდეს და მივა სტრასბურგის ევროსასამართლომდე. მეც აუცილებლად შევიტან სარჩელს და სტრასბურგი კი არა, შეიძლება, „ქართული ოცნების“ საქმე ჰააგამდეც მივიდეს, მთელი ეს პროცესი ისე მიჰყავთ“-აცხადებს ირმა ინაშვილი.

„მე, ჩემთან დაკავშირებით, რა ჩანაწერიც ჟურნალისტებმა მაჩვენეს, არის არა მხოლოდ სატელეფონო მოსმენის გზით მოპოვებული, არამედ მიყურადების და თვალთვალის გზით მოპოვებული. რა თქმა უნდა, იქ არის ტყუილიც და ტყუილ-მართალი შერეულია ერთმანეთში, მაგრამ 90% აბსოლუტურად დადასტურებულია. ხალხი თვითონ ყვება, რომ ასეთი ტიპის საუბრებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: დადასტურებული ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა და ახლაც აქვს ფარულ მიყურადებას, თვალთვალს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეოგადაღებას და სატელეფონო მოსმენებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ყველა პრემიერის, 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით