ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კომისიაში პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარდა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები.

„საკონსტიტუციო საკითხების შემსწავლელი კომისია უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრის მომცველი. იქ უნდა იყოს წარმოდგენლი არამარტო პრეზიდენტი, არამედ წარმომადგენილები უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, არასაპარლამენტო ოპოზიციაც, ექსპერტული წრეები, სამეცნიერო წრეეებიც, ვინაიდან ჩვენ ვეხებით კონსტიტუციას, ყველაზე მნიშვნელოვან კანონს. ჩვენ უნდა მოვაწყოთ ძალიან ფართო განხილვა და ეს კომისიაც უნდა იყოს ძალიან ფართო სპექტრით წარმოდგენილი“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარი მცირედით გამყარდა- 1 აშშ დოლარი ლარი 2.5739 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ქუთაისში მამაკაცი დააკავეს