ირმა ინაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით, ეს სრულიად საკმარისია, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში პოლიტიკური სპექტაკლი არ იგეგმება

მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს პარტიებისთვის კი არა, უკვე პარტიებზე აღარ იქნება ლაპარაკი, საერთოდ ხელისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

„თქვენ ზუსტად იცით, რომ ამ ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი და დამოუკიდებელი დეპუტატების სახით. ეს სრულაიდ საკმარისია, თუ თქვენს გუნდში რაღაც არ ხდება კიდევ, მორიგი რაღაც არ იგეგმება, უბედურება თუ მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები. მგონი, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ამ ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პარტიებისთვის კი არა, უკვე პარტიებზე აღარ იქნება ლაპარაკი, საერთოდ თქვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. რომ არ დაგიმალოთ, თქვენი ხელისუფლების ბედზე მეტად მაღელვებს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სამშობლოს რა მძიმე შედეგები ელოდება ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ გავიტანთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებებს ორი ოპოზიციური ფრაქცია უჭერს მხარს და მნიშვნელოვანია, შეთანხმება შედგეს.

„აქვე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პოზიციას და თქვენ რომ გამობრძანდებით ხოლმე სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, იქაც დააფიქსირეთ, რომ ოპოზიციიდან ჩვენი ფრაქცია და „პატრიოტთა ალიანსი“ გიჭერთ მხარს. როგორც ვიცი, „დამოუკიდებელი დეპუტატებიც“ გიჭერენ მხარს. კიდევ ერთი მომენტი: წეღანაც ბრძანეთ თქვენ, რომ ორი დიდი ძალა, ჩვენ და კიდევ ის, ხსენებაც არ მინდა, რაც არის, ვინც არის, აი, თქვენ მუდმივად, მთელი ამ წლების განმავლობაში თან ლაპარაკობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პლურალიზმი და პარტიები და მთელი ამბები, კიდევ იქ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიები რომ აღარ უნდა დაფინანსდნენ, ეს ინიციატივაც რომ იხილება, როგორც ვიცი და მერე ვილაპარაკოთ ამაზეც; მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად ხაზს უსვამთ იმას, რომ აი, ის არის მთავარი. არავითარი მთავარი არ არის ის პოლიტიკური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ რომ ასე ამთავარებთ სულ. გადასარევად იცით, თქვენ ეს რეიტინგები გიდევთ წინ და თუ იმ რეიტინგებს არ ენდობით, სხვა კვლევებიც არსებობს, ჩვენც გვაქვს ასევე კვლევები და მოწოდებული იქნება თქვენთვის. ამიტომ ჩვენი სურვილი არის, რომ შედგეს ეს შეთანხმება, მივიღოთ ცვლილებები და ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი: ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია