ირმა ინაშვილი : საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოიძიონ, რამდენად რეალურია მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურია პრეზიდენტი.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, ვერავინ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს.

“რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში მოიგო და მხარდაჭერა მოიპოვა. საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოძიება 780 ათას ხმაზე დაიწყონ. კერძოდ, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურად პროცესს ვაწარმოებთ, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს”, – აღნიშნა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს – კომისიის სხდომების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი სახელდება
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტის წევრს იმაზე მეტი, ვიდრე ბიუჯეტის მიღებაა