ირმა ინაშვილი : საარჩევნო უზურპაცია ძვირად დაუჯდება თავად “ქართულ ოცნებას”

დაიმახსოვრეთ: პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, რომელმაც გააფორმა საარჩევნო უზურპაცია, ძვირად დაუჯდება თავად “ქართულ ოცნებას”, ამიტომ ამაოდ უხარია მას, ვისაც უხარია. მეორე- საკონსტიტუციო ძალადობა და საარჩევნო სისტემის უზურპაცია დაგვაბრუნებს 90-იან წლებში. ეს არაა ევროპული აზროვნება. ესაა ჩრდილოეთ კორეული აზროვნება. ეს არაა დასავლური ვექტორი. ესაა საბჭოური ვექტორი. მესამე- თალაკვაძეების, მდინარაძეების, ზარდიაშვილებისა და მათიკაშვილების პოლიტიკურ თავხედობას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოჰყვება სულ სხვა შედეგი- საარჩევნო სისტემა ქვეყანაში 2020 წლამდე შეიცვლება და შეიცვლება მდინარაძეებისა და თალაკვაძეების გარეშე. ჩათვალეთ, რომ ესაა ჩემი პოლიტიკური პროგნოზი.

 

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი უკმაყოფილოა ნატო-საქართველოს მზარდი თანამშრომლობით
შემდეგი სტატია(video) სეპარატისტების მხარდამჭერი კუსტურიცა თბილისში ჩამოდის