ირმა ინაშვილი: სააკაშვილმა საქართველო დაშალა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 8, 2020 19:18

ირმა ინაშვილი: სააკაშვილმა საქართველო დაშალა

სააკაშვილმა საქართველო დაშალა. მან გარიგების გზით ჩააბარა კოდორი და ახალგორი, გაყიდა 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ამ გზით ათიათასობით ოჯახს დაუნგრია ცხოვრება. სააკაშვილმა ქვეყანა გადააქცია ციხედ, გაასამართლა 300 000-ზე მეტი ადამიანი და ამ თვალსაზრისითაც გაანადგურა ათიათასობით ოჯახი. ვწუხვარ, რომ იგივე ბედი ელის უკრაინას. უარესიც კი!

საქართველომ კარგად გააცნობიერა, ვინ არის სააკაშვილი, ბოკერია, სხვები. მათი რეიტინგი დღეს ჯამში 4% არაა. საინტერესოა, რომ სააკაშვილ-ბოკერიას ირგვლივ გაერთიანებულ 30-ზე მეტ პარტიას ჯამში, ასევე, დაახლოებით 3,5% აქვს. ასე რომ, ისინიც კი დაეწიენ თავად სააკაშვილსა და ბოკერიას, მაგრამ “ქართული ოცნება” კვლავ დიდი გაყალბებისთვის ემზადება. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც კი “ქართული ოცნება” და ტელეკომპანია “იმედი” იწყებენ საუბარს, რომ ქვეყანაში ნაცმოძრაობისა და “ქართული ოცნების” გარდა, სხვა არავინ არსებობს, ე.ი. კვლავ გაყალბება და კოჰაბიტაციის ახალი საფეხური გველოდება. ამიტომ უნდა მოვემზადოთ ბრძოლისთვის და ამათ დასამარცხებლად.

P.S. მიაქციეთ ყურადღება, რომ სააკაშვილმა, ბოკერიამ, მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა და ჟურნალისტებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ეკლესიას. ეკლესიის “კლასტერი” არ შედგა და ვერც შედგებოდა, ამიტომ ბოლომდე გაცოფდნენ და ახალ შეტევაზე გადავიდნენ. საინტერესო აქ ისაა, რა მდუმარედ და პასიურად თანამონაწილეობს ამაში ხელისუფლება-აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 8, 2020 19:18

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics