ირმა ინაშვილი : პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული​. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

„აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული, რაზეც ჩემ გამოსვლაში ვილაპარაკებ. არჩევნების თემატიკა იყო საინტერესო, ოპოზიციის განვითარების საკითხი იყო საინტერესო.

ასევე, საინტერესო იყო საუბარი იმაზე, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი ძალის ხელში.

იგრძნობა, რომ ქვეყანაზე არავინ ზრუნავს და ხალხი მშიერია, იგრძნობა რომ ბევრია სიტყვები და ცოტაა ხალხზე ზრუნვა. ზრუნვა საქმეში უნდა გამოიხატებოდეს“, – განუცხადა პირველ არხს ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან
შემდეგი სტატიარუსეთის მიმართ განსაზღვრული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია